სხვადასხვა მრწამსის ადამიანები, ერთად ცხოვრობდნენ, ერთად აშენებდნენ ამ ქალაქს. ეს ასე იყო, ასეა და ასე გაგრძელდება მომავალშიც

05/10/2017

სხვადასხვა მრწამსის ადამიანები, ერთად ცხოვრობდნენ, ერთად აშენებდნენ ამ ქალაქს. ეს ასე იყო, ასეა და ასე გაგრძელდება მომავალშიც – ამის შესახებ კახა კალაძემ რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა და სხვადასხვა მიმართულების მიხედვით შემუშავებული 7 პოლიტიკა გააცნო.
„შევხვდით სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს, გავაცანით ჩვენი ხედვები და მომავალ წლებში დაგეგმილი პროექტები. მათ ისაუბრებს იმაზე, თუ რა აწუხებთ და რა პრობლემებს ხედავენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერობის კანდიდატი თბილისის მოსახლეობას ინტენსიურად ხვდება. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, თითოეულ ამომრჩევლამდე მიიტანოს ის გეგმები და ხედვა, რომლის განხორციელებასაც მომავალი 4 წლის განმავლობაში აპირებს და არჩევანი ინფორმირებულმა მოქალაქეებმა გააკეთონ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0