ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხრესილობა აღნიშნეს

14/12/2017

დღეს ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხრესილობა აღნიშნეს. ხრესილის ომის 260 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, პარლამენტის წევრებთან ერთად ესწრებოდა. ღონისძიების ფარგლებში გელათის სამონასტრო კომპლექსში წმინდა სოლომონის საფლავი ასევე, ხრესილის ომის ამსახველი მონუმენტი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს.
ღონისძიების ფარგლებში დღესვე, დააჯილდოვეს მოსწავლეები, რომლებმაც ხრესილის ომზე ნაშრომები წარმოადგინეს. მრავალფეროვანი ღონისძიებების შემდეგ ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში დასკვნითი კონცერტი გაიმართა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0