ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

08/02/2018

ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა, რომელსაც მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობს. შეხვედრაზე ისაუბრეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მიმდინარეობაზე. ერთი კვირის განმავლობაში სსფ-ის შუალედური მისია ქართულ მხარესთან ერთად განიხილავს მიმდინარე ფისკალურ გეგმებს, საბიუჯეტო პარამეტრებს, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ დინამიკას, 2018-2019 წლების პროგნოზებს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ფინანსთა მინისტრის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში გამართული შეხვედრების შედეგებზე.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0