ფოთის მერი პრემიერ-მინისტრის მრჩეველს შეხვდა

13/02/2018

ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია საქართველოს პრემიერ -მინისტრის მრჩეველს, მწერალ გურამ ოდიშარიას შეხვდა. საუბარი ქალაქში კულტურული პროექტების განხორციელებასა და სხვა საზოგადოებრივ საკითხებს შეეხო. გურამ ოდიშარია ფოთის მერის მოადგილე -გიორგი ფარეშიშვილთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „დიოსკურიას“ მიერ საერთაშორისო ბიბლიოთეკის გახსნას დაესწო, რომელიც მოზარდ მკითხველზეა გათვლილი. პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ქართული მხატვრული ფილმების „ხიბულასა“ და „გაღმა ნაპირის“ ჩვენებას დაესწრო, რომლის შემდეგ გამართულ საჯარო დისკუსიაზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასა და ორი ხალხის ისტორიული ურთიერთობების აღდგენაზე ისაუბრა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0