ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ ქუჩების მოწყობა დაიწყო

15/12/2017

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლოდ ქუჩების მოწყობა დაიწყო. ცენტრალურ მოედანზე მიმდინარეობს მთავარი ნაძვის ხის აწყობა, რომელიც რამოდენიმე დღეში, საზეიმოდ განათდება. რუსთაველის რკალის გარდა, ნაძვის ხეები და განათებული ფიგურები დაიდგმება სხვადასხვა უბნებში. ფერადი, სადღესასწაულო განათებები დამონტაჟდება ცენტრალურ ქუჩებსა და მთავარ ხიდეებზე.

„წლევანდელი ახალი წლისთვის ფოთი განსაკუთრებულად იქნება მორთული, სიახლეები იქნება თვალსაჩინო და ყველასთვის სასიამოვნო“–აღნიშნა ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ინგა მასხულიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0