ქალთა მეწარმეობის განვითარების ქვესაბჭო დაარსდება

16/12/2017

საპენსიო რეფორმის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიისა და ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც 2017 წელს უკვე მეორედ გაიმართა. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაარსდეს ქალთა მეწარმეობის განვითარების ქვესაბჭო, რაც მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0