ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრების ბენეფიციარებს სურსათ-სანოვაგე და სათამაშოები გადასცა

05/12/2017

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ „კეთილდღეობისა და განვითარების“ და ბებნისის დედათა მონასტერთან არსებულ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრების ბენეფიციარებს სურსათ-სანოვაგე და სათამაშოები გადასცა.
ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა ბავშვების მიერ შესრულებული ნამუშევრებიც დაათვალიერა. ცენტრის აღსაზრდელებს ძალიან ახარებთ სტუმრების მიღება და მუნიციპალიტეტის მერიაც ცდილობს ბავშვები ხშირად გაახაროს სხვადასხვა საჩუქრებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0