ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

11/12/2017

კახეთში 5000 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წლით უზრუნველყოფა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარცხენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაციას ახორციელებს. მიმდინარეობს მარცხენა მაგისტრალური არხის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის ტრაპეციული კვეთის ტორკრეტირება. რეაბილიტაცია უტარდება სხვადასხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობას (გალერეა, დიუკერი, გვირაბი, სახიდე გადასასვლელი, ღვარსაშვი). გათვალისწინებულია საექსპლუატაციო გზის მოწყობა. „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი არჩილ ბუკია სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღდგენილი საირიგაციო სისტემით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 5 სოფლის (ნინოწმინდა, საგარეჯო, გიორგიწმინდა, თოხლიაური, მანავი) მოსახლეობა ისარგებლებს. პროექტი, რომლის ღირებულება 4 823 000 ლარია, 2018 წლის ოქტობერში დასრულდება. დღეისათვის, კახეთის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 14, ხოლო საქართველოს მასშტაბით 50 სარეაბილიტაციო პროექტს მიმდინარეობს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0