ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს

13/12/2017

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. დღეს სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე გაეცნო. „რუსთაველის ქუჩის კეთილმოწყობის მიზნით წელს ერთობლივად რამდენიმე პროექტს ვახორციელებთ. კეთილმოეწყო ქუჩის დარჩენილი მონაკვეთი, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა საერთოდ გაუმართავი იყო, მოწესრიგდა რუსთაველის ქუჩის შესახვევი და სამი ჩიხი, ასევე მიმდინარეობს ტროტუარების დეკორატიული ფილებით მოპირკეთება. ქუჩის რეაბილიტაციისთვის წელს ჯამში 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება“ – აღნიშნა ქობულეთის მერმა.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მალე დასრულდება სანიაღვრე სისტემების მოწყობა, ასევე მიმდინარეობს ქუჩის დაზიანებული მონაკვეთების ორმული შეკეთება. წელს პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდება. მომავალი წლისთვის ქუჩაზე ასფალტის საფარი დაიგება. ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად მერია 698 378 ლარს დახარჯავს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0