ქობულეთში საახალწლო ღონისძიებები დაიწყო

31/12/2017

ქობულეთში დილიდან სადღესასწაულო განწყობაა. დღის განმავლობაში მერიის ორგანიზებით დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიება. ქალაქი დილიდან სანტაკლაუსების მარათონმა გაამხიარულა. მათ ცენტრალური მოედნისკენ ქობულეთის მერთან ერთად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მოუძღვოდნენ. მხიარულ მარათონში გამარჯვებულებს საჩუქრები გადაეცათ.
ქალაქის ცენტრალურ მოედნაზე მოქალაქეების გასართობათ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯუფებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში საბავშვო ბაღების აღსაზრდელებიც მონაწილეობდნენ.
ღონისძიებების პარალელურად ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.
სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში დღის განმავლობაში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი. მოეწყობა კონკურსები, ვორქ-შოფები და ფლეშ-მობები. ღამის 12 საათიდან კი ღია ცის ქვეშ ქართველი ვარვსკვლავების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართება, რომელიც გვიანობამდე გაგრძელდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0