ქობულეთში სექტემბერ-ოქტომბერში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობა განიხილეს

11/10/2017

ქობულეთის გამგეობაში სტიქიის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრებმა სექტემბერ-ოქტომბერში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობა განიხილეს.
სტიქიის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის გადაწყვეტილებით დაზარალებული ოჯახების ნაწილზე კომპენსაცია ადგილობრივი ბიუჯეტიდან გაიცემა, ხოლო ნაწილი შემდგომი რეაგირების მიზნით შერეულ კომისიაზე გადაიგზავნება.
სექტემბერ-ოქტომბერში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები გააქტიურდა. დაიმეწყრა სასოფლო გზები და ათობით საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0