ქობულეთში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

01/10/2017

დღეს ქობულეთში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ასოციაცია „ღირსეული სიბერეს“ ორგანიზებით კულტურის სახლის ფოიეში ფოტო გამოფენა „60 პლუს – ახალი შესაძლებლობებით“ გაიმართა. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო „ხანდაზმულთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში მცირე გრანტებით დაფინანსებულ ბენეფიციართა პორტრეტები. შეხვედრის ბოლოს ასოციაციისგან პარტნიორ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს ხანდაზმულთა გაძლიერების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ. საქართველოში ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე 2003 წლიდან აღინიშნება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0