ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო

20/10/2017

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო. 140 ჰექტარზე აშენებული საუნივერსიტეტო კომპლექსი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, ლაბორატორიებით და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საქართველოში განათლების ისტორიისთვის.
საუკეთესო სამეცნიერო და სასწავლო სივრცე რეგიონში
ქართველი და უცხოელი აკადემიური პერსონალი
საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სასწავლო პროგრამები
სტუდენტური საცხოვრებელი
აკადემიური პერსონალის საცხოვრებელი
მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლება
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2019 წელს მიიღებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0