ქუთაისი-ალპანა-მამისონის 129-ე კილომეტრი გახსნილია

03/01/2018

3 იანვრის მდგომარეობით შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის 129-ე კილომეტრი (უწერა-გლოლის მონაკვეთი) გახსნილია.
1 იანვრის ღამეს ჩამოსული დიდი მოცულობის ზვავის შედეგად გზის აღნიშნული მონაკვეთი ჩაიკეტა, თუმცა ინტენსიური სამუშაოების შემდეგ დაზიანებული მონაკვეთი აღდგა და ამ ეტაპზე ტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0