ქუთაისში მდებარე სინაგოგაში, ებრაული დღესასწაულის “ხანუქას” სანთლების ანთების ცერემონია გაიმართა

14/12/2017

ქუთაისში მდებარე სინაგოგაში, ებრაული დღესასწაულის “ხანუქას” სანთლების ანთების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ქუთაისის მერის პირველი მოადგილე გიორგი იობაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია ესწრებოდნენ.
ხანუქას დღესასწაული დეკემბრის პირველ ნახევარში აღინიშნება და რვა დღე გრძელდება. დღესასწაული ტაძრის განწმენდის, საკურთხევლის კურთხევისა და სატაძრო მსახურების განახლების აღსანიშნავია, რომელიც რწმენის სიმტკიცისა და ტრადიციების განახლების სიმბოლოდ იქცა.
“მინდა ჩვენს მოძმე ებრაელ ერს ხანუქას დღესასწაული მივულოცო. ქუთაისს ებრაელებთან ურთიერთობის განსაკუთრებული ტრადიცია და მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. სწორედ ამიტომ ეს დღესასწაული ჩვენს ქალაქში ყოველთვის გამორჩეულად აღინიშნება. ეს არის განახლების, სამართლიანობისა და სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაული”. – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რმწუნებულის–გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0