ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ახალი ხიდის მშენებლობა ვადაზე ადრე სრულდება

13/10/2017

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ კობთან, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 113-ე კილომეტრზე მშრალ ხევზე, ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოებს ვადაზე ადრე ასრულებს.
არსებული 80-იან წლებში აშენებული ხიდის ნაცვლად, რომელიც აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას, აშენდა ახალი ალტერნატიული ხიდი, რაც სრულად დააკმაყოფილებს სატრანსპორტო მოთხოვნებს. ხიდის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტირება-მშენებლობა პარალელურ რეჟიმში განხორციელდა.
ხიდზე ჩატარებულ სამუშაოებს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე გაეცნო.
პროექტის ფარგლებშo განხორციელდა: ახალი 3 მალიანი, 92 მეტრის სიგრძის სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, სადეფორმაციო ნაკერების, განაპირა და შუალედური ბურჯების, ფოლადის ზღუდარების, ასტფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. ასევე განხორციელდა, ხიდის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.
ამ დროისათვის, ხიდზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. მიმდინარეობს ახალი ხიდის გაბიონების კედლების მოწყობა.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 4 846 900 ლარი შეადგინა. საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2017 წლის ოქტომბერში დასრულდება. პროექტის ფარგლებში სამუშაოებზე 45 ადამიანი დასაქმდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0