შპს „სატისი“ სოფლებში სასმელი წყლის ლაბორატორიულ კვლევას აგრძელებს.

19/01/2018

“სატისის” თანამშრომლებმა, დაბა ნასაკირალში მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებში წყლის დაქლორვის ხარისხი და ქიმიური მაჩვენებლები შეამოწმეს. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიაში გადამოწმდა წყლის ნიმუშები, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ მოსახლეობას ეკოლოგიურად სუფთა, გაფილტრული სასმელი წყალი მიეწოდება.
შპს „სატისი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებს ლაბორატორიულად შემოწმებული, ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0