შუახევში სახალხო დღესასწაული ,,შუახევობა“ გაიმართა

19/10/2017

შუახევში სახალხო დღესასწაული ,,შუახევობა“ გაიმართა. ,,შუახევობა“, როგორც სახალხო დღესასწაული, სათავეს 1982 წლიდან იღებს. იგი პირველ ათწლეულში სიმღერის დღესასწაულის სახელწოდებით იყო ცნობილი, მომდევნო წლებში საზოგადოებამ ,,შუახევობა“ სახალხო ზეიმად აქცია. ღონისძიებაზე ტრადიციულად წარმოგდენილი იყო ხეობებისთვის დამახასიათებელი კერძები , ეთნოგრაფიული ნიმუშები, ყოფითი და სამეურნეო ტრადიციები. ადგილობრივებსა და მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე დაეგემოვნებინათ ადგილობრივი სამზარეულო, გაცნობოდნენ ხელოსნობის ტრადიციებს. გაიმართა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი და სპორტული ღონისძიებები.
სახალხო დღესასწაული ადგილობრივებს აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ტარიელ ებრალიძემ და სხვა ხელისუფლების წარმომადგენელებმა მიულოცეს.ტრადიციულად, წელსაც დაჯილდოვდნენ საპატიო შუახეველები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0