შუბანი – მახალაკიძეების დამაკავშირებელი გზა აღდგენილია

01/12/2017

სოფელ კობალთაში მეწყერი ისევ აქტიურია. ,,წუმპოს“ მთიდან წამოსულმა მიწის მასამ და ქვის ლოდებმა გუშინ, საღამოს 2 საათით შუბანი – მახალაკიძეების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეტი ჩაკეტა. გვიან ღამით აღდგა ჩაკეტილი გზის სავალი ნაწილი, სადაც გადაადგილება შესაძლებელი იყო ორხიდიანი ტრანსპორტით.
დღეს დილით გაწმებდითი სამუშაოები ისევ განახლდა. ადგილზე მუშაობდა აჭარის ა.რ. საგზაო დეპარტამენტის 3 ერთეული ტექნიკა. ამ დროისათვის შუბანი – მახალაკიძეების დამაკავშირებელი საავტომობილო გზა სრულად გაიწმინდა და გადაადგილება ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებებითაა შესაძლებელი.ასევე გაიწმინდა სოფლ კობალთის შიდა სასოფლო გზა, მაგრამ მეწყერი ისევ აქტიურია. მეწყერს მოსახლეობისთვის საფრთხე არ შეუქმნია.
შუბანი- მახალაკიძეების დამაკავშირებელი გზის გაწმენდით სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი დავითაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0