ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას

21/10/2017

ნინო ბურჯანაძე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხმების დაცვისკენ მოუწოდებს. როგორც მან ”თბილისი მარიოტში”, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს და ხვალ იწყება ბრძოლის ახალი ეტაპი და ოპოზიციური პარტიები გაჩერებას არ აპირებენ.

”ახლა იწყება ხმებისთვის ბრძოლა. ჩვენ უკვე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ცალკეული უბნებიდან ჩვენი წარმომადგენლების გამოყრა დაიწყეს. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებს, უბნებზე მყოფ წარმომადგენლებს, საარჩევნო კომისიის წევრებს, ბოლომდე იბრძოლოთ ხმების დასაცავად და დაუდექით გვერდით იმ პარტიების წარმომადგენელს, რომელიც აქ არის წარმოდგენილი. დღეს არჩევნების შედეგების შეცვლა რეალურად შესაძლებელია და შეგვიძლია შევცვალოთ ის ციფრები, რომელიც ”ქართულ ოცნებას” უნდა დაწეროს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მე მქონდა შეხვედრა რამდენიმე უცხოელ დამკვირვებელთან და ისინი შეშფოთებულები არიან იმ სურათით, რაც ნახეს. რამდენი ფულიც არ უნდა დახარჯოთ ბატონო ბიძინა, ყველაფერი არ იყიდება და ყველაფერი არ იმალება. ადრე თუ გვიან ეს ძალიან მძიმედ შემოუტრიალდება ”ქართულ ოცნებას”. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას, დღეს და ხვალ ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0