ჩვენ უნდა მივუახლოვდეთ ფისკალური დეცენტრალიზაციის ევროპულ მინიმუმს

09/02/2018

დეცენტრალიზაცია უნდა გახდეს ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე საუბრისას განუცხადა. მისი შეფასებით, დღეს ფისკალური დეცენტრალიზაციის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.

„ჩვენ ვსაუბრობთ ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე და რადიკალურ ცვლილებაზე ამ მიმართულებით. დღეისათვის საკმაოდ დაბალია ფისკალური დეცენტრალიზაციის მაჩვენებელი და ჩვენ გვინდა დავუახლოვდეთ ევროპულ მინიმუმს, რაც არის დაახლოებით 7% მთლიან შიდა პროდუქტში. ანუ, ჩვენ უნდა ავწიოთ საკუთარი და არა საკუთარი შემოსავლები თვითმმართველობების მთლიანი შიდა პროდუქტის 7%-მდე, საშუალო ვადიან პერსპექტივაში, რაც გამოიწვევს რადიკალურ ცვლილებას. როგორ მოხდება ამ მაჩვენებლის მიღწევა, ეს არის დამოკიდებული სტრატეგიაზე. ეს შეიძლება მოხდეს საშემოსავლო გადასახადის ხარჯზე, სხვა გადასახადების ხარჯზე, ასევე, გათანაბრებით ტრანსფერის ხარჯზე. ეს არის უკვე დეტალები. მთავარია, რომ ჩვენ მივუახლოვდეთ ფისკალური დეცენტრალიზაციის ევროპულ მინიმუმს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0