ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გურია იყოს ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონი

13/12/2017

გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, მოადგილეებთან ერთად, რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, მათ მოადგილეებს, მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეებს და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე გუბერნატორმა მიმდინარე პროექტებზე და მათ შესრულებებზე მიიღო ინფორმაცია. ასევე, განიხილეს 2018 წელს დაგეგმილი სხვადასხვა პროექტები.
„მომავალ წელს რეგიონში განხორციელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და პრიორიტეტულ მიმართულებად იქნება ტურისტული ობიექტების კეთილმოწყობაც. გვექნება მჭიდრო ურთიერთობა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა იქნება ნაყოფიერი. მზად ვარ კოორდინირებული და ეფექტური მუშაობისთვის, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გურია იყოს ერთ-ერთი გამორჩეული რეგიონი“ – განაცხადა შეხვედრაზე მერაბ ჭანუყვაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0