ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერს მცხეთაში უმასპინძლეს

04/06/2016

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ჩინეთის სამთავრობო დელეგაციამ, სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერის, ჭანგ გაოლის ხელმძღვანელობით მცხეთის ისტორიული ღირშესანიშნაობები დაათვალიერა. ვიცე-პრემიერს მასპინძლობას უწევდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია.
ჩინეთის სამთავრობო დელეგაციამ ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოველი მოინახულა, რის შემდეგაც გაიმართა სამუშაო სადილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების სახელით, რომელსაც ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და ორი სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ჩინეთის ვიცე-პრემიერს და დელეგაციას საქართველოში სტუმრობისთვის, კიდევ ერთხელ აღინიშნა ორი ქვეყნის თანამშრომლობის სტრატეგიული მნიშვნელობა. ჩინეთის დელეგაციამ მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს გულითადი მასპინძლობისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0