ჩხოროწყუს გაზიფიცირების საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

19/10/2017

მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა და გამგებლის მოადგილე ვალერი თოდუა, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, შ.პ.ს ,,ცისფერი ალის“დირექტორ სულიკო ბარამიძესა და შ.პ.ს. ,,საგარეჯოგაზსერვისის“დირექტორ დავით როჭიკაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს დაბა ჩხოროწყუს გაზიფიცირების საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხები.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაკვეთით, საპროექტო ორგანიზაცია შ.პ.ს ,,საგარეჯოგაზსერვისი“ ასრულებს დაბა ჩხოროწყუს გაზიფიცირების საპროექტო სამუშაოებს, რომელიც 2–3 თვის ვადაში უნდა დასრულდეს. შემდეგ კი, გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0