წლის ბოლომდე ტურიზმის სექტორიდან 2 მლრდ 700 მლნ აშშ დოლარს ველოდებით

11/12/2017

პირველი ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში.

დიმიტრი ქუმსიშვილმა დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ტურიზმის სექტორში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ოქტომბრის თვეში ტურიზმის მიმართულებით ძალიან კარგი ზრდა დაფიქსირდა – დაახლოებით 19%-იანი ზრდა შემოსავლების მიმართულებით, რაც ნომინალში 35 მლნ დოლარია.

„შესაბამისად, ოქტომბრის თვეში ტურიზმის სფეროდან ჩვენ 218 მლნ აშშ დოლარი მივიღეთ. ტურიზმის ჯამური მაჩვენებლების თანახმად, წელს, 10 თვეში 2 მლრდ 500 მლნ აშშ დოლარი გვაქვს მიღებული ტურიზმის სექტორიდან. შესაბამისად, წლის ბოლომდე 2 მლრდ 700 მლნ აშშ დოლარს ველოდებით“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0