ჭიათურაში საშობაო ალილო გაიმართა

07/01/2018

ჭიათურაში საშობაო ალილო გაიმართა. მსვლელობა 12 საათზე,მღვიმევის მონასტრიდან და ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლო სკოლიდან ერთდროულად დაიწყო. შობის მახარობლებმა ქალაქის ქუჩები შემოიარეს და მოსახლეობას მაცხოვრის შობა ახარეს. ალილოს მონაწილეებს წინ სასულიერო პირები , მგალობლები და სტიქაროსნები მიუძღოდნენ..
საშობაო მსვლელობას ჭიათურის მერის პირველი მოადგილე გივი მოდებაძე,მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახათაძე,საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.ისინი ალილოს მონაწილეებს ადმინისტრაციულ შენობასთან დახვდნენ,მათ
დღესასწაული მიულოცეს და საშობაო ნობათი გადასცეს. მსვლელობა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მშენებარე ტაძარში დასრულდა, სადაც მამა გიორგი გოგოლაშვილმა საშობაო პარაკლისი გადაიხადა.
.საქართველოში ალილოს ტრადიცია V-VI საუკუნიდან იღებს სათავეს. მისი აღნიშვნა 2000 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია მეორის კურთხევით აღდგა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0