ჭოროხიდან სარფამდე ჩქაროსნული საავტომობილო გზა აშენდება

20/10/2017

მთავრობის გადაწყვეტილებით მდ. ჭოროხიდან სარფამდე ჩქაროსნული საავტომობილო გზა აშენდება.
ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და იწყება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა. დღის წესრიგში დადგა მდ. ჭოროხიდან სარფამდე ჩქაროსნული საავტომობილო გზის პროექტირება ( დაახლოებით 11 კმ ).
მოსალოდნელი დადებითი შედეგები :
გაიზრდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის ინტენსივობა.
გაუმჯობესდება მოძრაობის უსაფრთხოება.
გაიზრდება გამტარუნარიანობა და გადაადგილების სიჩქარე.
გაიზრდება შავი ზღვის პორტების მეშვეობით სატრანზიტო ტვირთების გამტარუნარიანობა ევროპიდან შუა აზიამდე და პირიქით.
განიტვირთება საკურორტო ზონა​.
მთავრობის სხდომაზე ასევე გადაწყდა სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მე-8 კილომეტრზე, მდ. თხილნარაზე ახალი ხიდის მშენებლობა. სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება და 2018 წლის ზაფხულში დასრულდება.​

Tweet about this on TwitterShare on Facebook0