ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პირველი ეტაპი დასრულდა

14/08/2017

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის პირველი ეტაპი დასრულდა.
პროექტი ითვალისწინებს გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობას, კულტურის სახლის ირგვლივ ტერიტორიის მოწესრიგებას, გამგეობის შენობის ირგვლივ ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული
შპს “ალიგატორი” აწარმოებს. პროექტის ღირებულება 99 140 ლარია. ხელშეკრულების თანახმად სამუშაოები მიმდინარე წლის 13 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0