ხონში იპოლიტე ხვიჩიას ძეგლი გაიხსნა

01/10/2017

ხონში, იპოლიტე ხვიჩიას ძეგლი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა . შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს გაზეთ “ხონელის” რედაქტორმა ჯემალ გორდულაძემ, პოეტმა თინათინ ჭელიძემ, ისტორიკოსმა ავთანდილ ფაილოძემ და დიდი კომიკოსის ცხოვრებისა და ღვაწლის შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას. დღესვე, ხონში, იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ეროვნული აკადემიის ორგანიზებით, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის ქართული იუმორის ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა იმერეთის მუნიციპალიტეტების იუმორისტულმა ჯგუფებმა მიიღეს. გამოვლინდა პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდები. ფესტივალის მთავარი პრიზი სამტრედიის მუნიციპალიტეტს ერგო. გამარჯვებულებს ფულადი თანხა და საჩუქრები გადაეცათ. მუნიციპალიტეტის გამგებლის ჯემალ მებუკის სიტყვით გამოსვლის დროს ცნობილი გახდა, რომ ხონის კულტურის ცენტრს იპოლიტე ხვიჩიას სახელი მიენიჭება და დიდი კომიკოსის სახელობის ფესტივალს ყოველწლიურად სწორედ მისი მშობლიური ქალაქი უმასპინძლებს. იქვე, ჯემალ მებუკემ მადლობა გადაუხადა კონსტანტინე ესტატეს ძე ჩხენკელის სახელობის ხონის კულტურული აღორძინების ფონდს, რომლის ფიბანსური მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა იპოლიტე ხვიჩიას ძეგლის დამზადება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0