​რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუმინეთის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

06/10/2017

რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილმა 2017 წლის 5 ოქტომბერს რწმუნებათა სიგელები გადასცა რუმინეთის პრეზიდენტს კლაუს იოჰანნის. რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ, გაიმართა ელჩის შეხვედრა პრეზიდენტ კალუს იოჰანნისთან. შეხვედრისას, განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0