გუბერნატორის ადმინისტრაციის და სტუდენტების ერთობლივი ექსპედიცია, ასპინძის მუნიციპალიტეტში მოეწყო

22/06/2018

სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციის და სტუდენტების ერთობლივი ექსპედიცია, ახალციხის შემდეგ, ასპინძის მუნიციპალიტეტში მოეწყო. ორი დღის განმავლობაში, სამხარეო და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სტუდენტებთან ერთად მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს. სამუშაო ტურის ფარგლებში მოხდა, ისტორიული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება და მოსახლეობასთან გასაუბრება.ასევე მათთვის მოეწყო, სპორტულ-კულტურული, ღონისძიებები.ექსპედიციის მონაწილეებმა, ღამე ზედა ვარძიაში კარვებში გაათენეს.
ექსპედიციის მიზანია, ახალგაზრდებთან ერთად რეგიონის ღირსშესანიშნაობების გაცნობა, ტურისტული პოტენციალის შეფასება, ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერება და რეგიონის განვითარების სამოქმედო გეგმისათვის წინადადებების შემუშავება.
სტუდენტებთან ერთად დავათვალიერეთ მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა და ის ტურისტული პოტენციალი, რაც ასპინძის მუნიციპალიტეტეს გააჩნია. შეხვედრა მოხდა ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან, ვისაუბრეთ პრობლემატურ საკითხებზე რომელიც აქტუალურია მოსახლეობისთვის- აღნიშნა ასპინძის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ.
ასპინძის გუნდ „ტაოს“ რაგბისტებმა, ექსპედიციის მონაწილეებთან ერთად საჩვენებელი ვარჯიში გამართეს, რის შემდეგაც მოხდა ორდღიანი ტურის შეჯამება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0