10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10/12/2017

ვერძი
გამოცდა გელით ფინანსურ და სასიყვარულო სფეროში. იყავით დაკვირვებული, ლაღი და ყველაფერს მარტივად გაართმევთ თავს.

კურო
ეჭვიანობა, ქრონიკული დაავადებების გამწვავება და ზეწოლა გელით. დღეს მეტად უნდა დაუთმოთ. ყური დაუგდოთ საკუთარ თავს, გარშემო მყოფებს.

ტყუპი
ვალდებულებებსა და სიახლეებს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.

კირჩხიბი
სამსახურის საქმეების პარალელურად ნურც საოჯახო ვალდებულებებს დაივიწყებთ. გაანებივრეთ საყვარელი ადამიანები მზრუნველობით.

ლომი
ნუ “გაცივდებით” ახლობლების მიმართ. დაიცავით პირადი გარემო. ზოგიერთს შეიძლება სიგნალიზაციის ან დაცვის გამოყენება დასჭირდეს.

ქალწული
წარსულსა და მომავალს შორის არჩევანი უნდა გააკეთოთ. გარშემო მყოფებს გულს ნუ გადაუშლით, დარდებს ნუ გაუმხელთ. ცოტა მეტად გაილაღეთ თავი.

სასწორი
მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ჩამოწერეთ ხარჯი, აკონტროლეთ გასავალი. წუთიერ სიამოვნებაზე დიდ ფულს ნუ დახარჯავთ.

მორიელი
კარგი დღეა აქტიური ქმედებისა და დიეტის დასაცავად. ხომ არ გგონიათ, რომ დროა, გათავისუფლდეთ ზოგიერთი ვალდებულებისა და ადამიანებისგან?..

მშვილდოსანი
გაფრთხილდით, არ გაცივდეთ, მოერიდეთ ზედმეტ კონტაქტებს, ლაპარაკს. მეტად დაუკვირდით შეცდომებს საქმეებში, ურთიერთობებში და გამოასწორეთ ისინი.

თხის რქა
დღეს თუ დაკვირვებულად და გაზრებულად იმოქმედებთ, მომავალში აუცილებლად გაიმარჯვებთ. მოერიდეთ კრიტიკულობას საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორებისადმი.

მერწყული
შეასრულეთ ვალდებულებები თუ არ გსურთ შენიშვნები მიიღოთ. შეამცირეთ კონტაქტები და მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას.

თევზები
ზოგიერთს შეზღუდვებს დაუწესებენ, რაც მოწყენილობას გამოიწვევს. ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს. დაკვირვებულად იმოქმედეთ და გამოასწორეთ წარსულში დაშვებული შეცდომები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0