15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15/10/2017

ვერძი
მეტად დააკვირდით ადამიანებს, რომლებთანაც უნდა ითანამშრომლოთ. დაიცავით ეტიკეტი, კანონი.

კურო
დასვენების დღის მიუხედავად შრომა მოგიწევთ. დილა ვარჯიშით დაიწყეთ. ცვლილებები გელით, სიახლე საინტერესო იქნება.

ტყუპი
წარმატება გელით შემოქმედებით საქმიანობაში და შვილების აღზრდაში. ნუ გადაუხვევთ არჩეული გზიდან.

კირჩხიბი
დღეს ოჯახი და სახლი პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ. თუ შინ მუშაობთ, გაიუმჯობესეთ სამუშაო კუთხე.

ლომი
კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და კოლექტიური საქმიანობისთვის. მეტად გამოავლინეთ პოზიტივი და შესაძლებლობები.

ქალწული
კარგი დღეა ერუდიციის ასამაღლებლად, კონსულტაციებისა და გასაუბრებისთვის. აგრეთვე, საჩუქრებისა და წიგნების შესაძენად.

სასწორი
წარმატება გელით პედაგოგებსა და საგამომცემლო სფეროს თანამშრომლებს. ავტორიტეტს აიმაღლებთ გარშემო მყოფებში.

მორიელი
ნუ ხართ კრიტიკული გარშემო მყოფების მიმართ. კარგი დღეა აღსარებისთვის, რელიგიური ტექსტების წასაკითხავად.

მშვილდოსანი
წარმატება გელით კოლექტიურ საქმიანობაში. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები.

თხის რქა
გადაამოწმეთ ძველი ჩანაწერები, შეამოწმეთ ფოსტა, განაახლეთ კავშირები. ზოგიერთს დაწინაურება ელის.

მერწყული
პოზიტივი გელით. მეგობრები ყურადღებით აგავსებენ. საყვარელი ადამიანი – მზრუნველობით. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის.

თევზები
რთულ საკითხებს მარტო ვერ გაუმკლავდებით. გააუმჯობესეთ საჭირო კავშირები. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ გავლენიან ახლობლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0