20 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

20/10/2017

ვერძი
თუ რაღაც არ გამოგდით, შეისვენეთ და გაანალიზეთ წარსული. მეტი დრო გაატარეთ მშობლებთან ერთად. ასაკით უფროს ადამიანებთან გააუმჯობესეთ ურთიერთობა.

კურო
თუ სასწრაფო არაფერი გაქვთ, საქმეებისგან დაისვენეთ. მეტი დრო დაუთმეთ ურთიერთობის გაუმჯობესებას საყვარელ ადამიანთან შვილებთან.

ტყუპი
მოერიდეთ უსიამოვნო ფიქრებს. მეტად დაისვენეთ. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში, ოჯახის წევრებთან.

კირჩხიბი
ნუ ეცდებით ყველას პრობლემების მოგვარებას. სულიერი სითბო მშობლებთან, ოჯახის წევრებთან ეძებეთ. დღეს დარწმუნდებით, რომ ყველას უყვარხართ.

ლომი
დილა დაიწყეთ მსუბუქი ვარჯიშით. გაიუმჯობესეთ განწყობა. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული.

ქალწული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ბავშვებთან. განსაკუთრებით, ჭირვეულებთან. გამონახეთ დრო შემოქმედებითი, კრეატიული იდეების განსახორციელებლად.

სასწორი
იყავით თავშეკავებული. მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან. აკონტროლეთ რაციონი. სხვა დღისთვის გადადეთ სტუმრების მიღება, ურთიერთობა.

მორიელი
თქვენი ყურადღება შეიძლება მიიპყროს ნათესავების ქცევამ, სიტყვამ. დააკვირდით მოვლენებს, მაგრამ ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ. თავგადასავალი გელით მგზავრობისას.

მშვილდოსანი
კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. აგრეთვე, ახალი წამოწყებებისა და ექსპერიმენტებისთვის. ზოგიერთს რომანის დაწყება ელის.

თხის რქა
გაფრთხილდით, ნუ გაართულებთ ურთიერთობას ახლობლებთან. ნუ შექმნით სტრესულ სიტუაციებს. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

მერწყული
მოერიდეთ გრძნობების, ემოციების გამოხატვას. შეიძლება ხშირად შეგეცვალოთ განწყობა. ფასეულობების გადაფასება მოხდეს.

თევზები
თავისუფალი გრაფიკით იმუშავეთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0