12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების 23 წარმომადგენელი არჩევნებს დააკვირდება

20/10/2017

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია დღეს იმ 12 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების 23 წარმომადგენელს შეხვდა, რომლებიც 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდებიან. თამარ ჟვანიამ დელეგაციის წევრებს ცესკოს მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული საქმიანობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ამომრჩევლების ინფორმირებისთვის და საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის განახორციელა.
საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ბულგარეთიდან, ბელარუსიდან, ავღანეთიდან, აზერბაიჯანიდან, ხორვატიიდან, იორდანიიდან, ლიტვადან, მალდივის რესპუბლიკიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, შრი ლანკადან, თურქეთიდან და უკრაინიდან დღის განმავლობაში სხვადასხვა საუბნო საარჩევნო კომისიებში გაუწევენ არჩევნებს მონიტორინგს და ხმის დათვლის პროცესსაც დაესწრებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0