გიორგი აბაშიშვილმა უშიშროების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციაში საჯარო ლექცია წაიკითხა

04/12/2017

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის მიერ გამართულ დისკუსიას დაესწრო და ასამბლეის მონაწილე ახალგაზრდებთან უშიშროების საკითხებთან დაკავშირებით საჯარო ლექცია წაიკითხა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ახალგაზრდებს უსაფრთხოების საკითხებზე, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობაზე, ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმებისა და მის როლთან დაკავშირებით ესაუბრა.
როგორც გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, რამდენიმე დღის წინ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მომხდარმა ფაქტმა ცხადყო, რომ სახელმწიფომ საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი უნდა იფიქროს.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, უსაფრთხოების საკითხები ფართო პოლიტიკურ, ეროვნულ დონეზე უნდა განიხილებოდეს და სახელმწიფოს სჭირდება იურიდიული მექანიზმი, სადაც ამგვარი უსაფრთხოების საკითხებს ეროვნულ დონეზე განიხილავს.
გიორგი აბაშიშვილის თქმით, დღეს ჯერ კიდევ არსებობს ასეთი სახელმწიფო ორგანო – ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელიც ერთადერთი ორგანოა, სადაც სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები: პრეზიდენტი, პრემიერი საპარლამენტო კომიტეტების და ძალოვანები ერთად თათბირობენ და ერთობლივ გადაწყვეტილებას იღებენ.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, სამწუხაროდ, ეს ორგანო – ეროვნული უშიშროების საბჭო, ახალი კონსტიტუციით უქმდება და ქვეყანაში გაურკვეველი რჩება ტერორიზმის საფრთხეებზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომელი ლეგიტიმაციით უნდა ესაუბრონ საერთაშორისო პარტნიორებს.
გიორგი აბაშიშვილმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის მთავარი მიზანია საქართველოში პირველად ჩაატაროს საერთაშორისო გაეროს მოდელირება, რასაც უკვე ჩაეყარა საფუძველი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0