18 აგვისტოს სენაკი-ფოთი-სარფის გზაზე შეზღუდვები დაწესდება

16/08/2018

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის(თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 27-ე კმ-ზე ქ. ფოთში, მდ.რიონზე მდებარე წყალგამყოფ ჰიდროკვანძზე, მიმდინარე სარებილიტაციო სამუშაოების გამო, 2018 წლის 18 აგვისტოს დილის 08:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე ხიდზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. დროის ამ პერიოდში აღნიშნული ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზაზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0