28 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

28/06/2019

ვერძი
ნუ დაძაბავთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან. მეტი დრო გაატარეთ ნათესავების გარემოცვაში. ერთად აღნიშნეთ ოჯახური დღესასწაული.

კურო
მეტი თავისუფლება უნდა მიანიჭოთ მეუღლეს. საღამო საყვარელ ადამიანთან ან ოჯახის წევრებთან ერთად რომანტიკულ, სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.

ტყუპი
დამატებითი ხარჯი დაგჭირდებათ საყიდლებისთვის. მაგრამ საკუთარ თავს უარი არაფერზე უთხრათ.

კირჩხიბი
ნუ ინერვიულებთ წვრილმანების გამო. მოერიდეთ აგრესიულ და ექსცენტრიკულ ადამიანებს. საღამოს ნუ მიეძალებით ალკოჰოლს.

ლომი
ილუზიებს ნუ აჰყვებით. დააფასეთ ის რაც გაქვთ. განსაკუთრებით, ერთგული ადამიანები. საღამო თქვენთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ.

ქალწული
მოერიდეთ დაუგეგმავ თავგადასავალს. მეტი დრო გაატარეთ მეგობრების გვერდით. აკონტროლეთ ფინანსური
ხარჯი.

სასწორი
მოუთმენელი და გაღიზიანებული ხართ. მოწინააღმდეგე გაღიზიანების მეტს არაფერს იწვევს თქვენში. დაფიქრდით, იქნებ გადამეტებული მოთხოვნები გაქვთ გარშემო მყოფების მიმართ.

მორიელი
მეტი დრო გაატარეთ ნათესავების გვერდით. საღამოს საერთო ვახშამიც შეგიძლიათ მოაწყოთ. საყვარელი ადამიანი უსიტყვოდ გიგებთ.

მშვილდოსანი
ფიზიკური და ემოციური დატვირთვა გელით. სანამ ბრძოლაში თავით გადაეშვებით, ჯერ კარგად გაერკვიეთ სიტუაციაში. მუდამ გახსოვდეთ უსაფრთხოების ნორმები.

თხის რქა
ყველასა და ყველაფერზე კონტროლს ვერ შეძლებთ. დააფასეთ თქვენზე ძლიერი მოწინააღმდეგე. ყველა ადამიანს მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ელაპარაკოთ.

მერწყული
ნუ დაიშურებთ დროსა და ენერგიას ახლობლების დასახმარებლად. ზოგიერთი მატერიალურ ჯილდოს მიიღებს. ეცადეთ, არ დაარღვიოთ დღის, ძილის, კვების რეჟიმი.

თევზები
თქვენი მდგომარეობა გარშემო მყოფებში შურს იწვევს. შეინარჩუნეთ ის პოზიცია, რომელიც ახლა გაქვთ. დღეს ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ მოხდება. ნუ ეცდებით, სხვის გრძნობების გამოცდას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0