3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

03/01/2018

ვერძი
საკუთარი თავის გარდა ვერავის ხედავთ. ეცადეთ, მეტი მზრუნველობა გამოიჩინოთ მეგობრებისა და ნათესავების მიმართ. ზომიერება გმართებთ კვებაში; ქალებს – კოსმეტიკის გამოყენებაში.

კურო
ოჯახის წევრებთან ერთად მშვიდი დასვენება მოიწყვეთ. მოერიდეთ ფულის ხარჯვას ფუფინების საგნებზე. სხვა დღისთვის გადადეთ პაემანი, სიყვარულის ახსნა.

ტყუპი
მოერიდეთ ურთიერთობის გარკვევას გარშემო მყოფებთან. სხვა დღისთვის გადადეთ ფიზიკური აქტიურობა; საოჯახო ფულის ხარჯვა.

კირჩხიბი
ყველას – მეზობლებსა და ნათესავებს – ვერ მოეწონებით. ამიტომ, ჯერ საკუთარ თავს ასიამოვნეთ. მოსალოდნელია, სტუმრიანობა. ფულის ხარჯვა გელით მგზავრობისა და შინაური ცხოველების მოსავლელად.

ლომი
ყურადღება გმართებთ დეტალებისამი. მანდილოსნები მოერიდეთ ფულის ხარჯვას სამკაულებსა და კოსმეტიკაზე. ეცადეთ, არავინ მოგატყუოთ.

ქალწული
ნუ შეეჭიდებით რთულ, ჩახლართულ საქმეებს. მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. გულის გადასაშლელად ერთგული ადამიანი აირჩიეთ.

სასწორი
დაკვირვებულად იმუშავეთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და წვრილმანებზე ნერვები არ მოიშალოთ. შეიძლება ეჭვებმა შეგაწუხოთ.

მორიელი
კარგი დღეა შედარებისა და გამოკითხვებისთვის. ნუ იქნებით რისკიანი; განსაკუთრებით, ფულის ფლანგვისას. მოერიდეთ დაპირისპირებას მანდილოსნებთან.

მშვილდოსანი
ზოგიერთი გადაწყვეტს, კარდინალურად შეიცვალოს გარეგნობა, მანერები. მოერიდეთ სერიოზულ ექსპერიმენტებს. გაფრთხილდით, არ მოექცეთ სხვათა გავლენის ქვეშ.

თხის რქა
იყავით პოზიტიური. მეტი დრო დაუთმეთ დეტალებს. ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხებისადმი. სიახლეები გელით საზღვარგარეთიდან.

მერწყული
ჩამოწერეთ სამოქმედო გეგმა. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მეგობრული და ინტიმური ურთიერთობები ერთმანეთში არ აგერიოთ.

თევზები
გააუმჯობესეთ პარტნიორული ურთიერთობები. მეტი მზრუნველობა გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ. მოერიდეთ გარეგნობასთან დაკავშირებულ ექსტერიმენტებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0