35 მრავალსართულიან კორპუსში შიდა საკანალიზაციო ქსელი მოწესრიგდება

23/02/2017

ფოთში ,მრავალსართულიან კორპუსებში შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია იწყება ,რისთვისაც 760 ათასი ლარი დაიხარჯება. აქედან 217 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო დარჩენილი თანხა 543 ათასი ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან. პროექტის მიხედვით შიდა საკანალიზაციო ქსელი 35 მრავალსართულიან კორპუსში რეაბილიტირდება. მრავალსართულიან კორპუსებში შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია 2016 წელსაც განხორციელდა. პროექტის მიხედვით,საკანალიზაციო სისტემა 26 მრავალსართულიან კორპუსში რეაბილიტირდა,რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 588 ათას 690 ლარი დაიხარჯა.აღსანიშნავია ,რომ მრავალსართულიან კორპუსებში შიდა საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია ქალაქში ბოლო 30 წლის მანძილზე არ განხორციელებულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0