4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

04/02/2018

ვერძი
იმედგაცრუება და შეცდომები რომ აიცილოთ, ყურადღება მიაქციეთ დოკუმენტებს, დაპირებებს. განსაკუთრებით, როცა საქმე ფინანსებს ეხება.

კურო
ყველას აზრი მოისმინეთ, მაგრამ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, თქვენთვის სასარგებლოს მიიღეთ. კარგი დღეა მგზავრობისა და საუბრებისთვის.

ტყუპი
თავგადასავლები და ავანტიურა კარგს არაფერს მოგიტანთ. იყავით დაკვირვებული. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.

კირჩხიბი
ყურადღება გმართებთ იმ საქმეებისადმი, რომლებმაც მატერიალური კეთილდღეობა უნდა მოგიტანონ. მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად.

ლომი
ჩამოწერეთ სამოქმედო გეგმა. დააკვირდით დეტალებს. სხვას ნუ გადააბარებთ საკუთარი ვალდებულებების შესრულებას. შეცდომების გამოსწორებას მეტი დრო დაუმეთ.

ქალწული
დღეს ისეთი ადამიანებისგან მიიღებთ დახმარებას, რომლებსაც გამარჯობასაც არ ეუბნებოდით. კარგი დღეა სეირნობისა და მეგობრებთან ურთიერთობისთვის.

სასწორი
მოიმატებს ენერგიულობა და შარმი. მზად ხართ თავგადასავლებისთვის, მაგრამ სიფრთხილე არ გაწყენდათ. მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

მორიელი
მეტი დრო დაუთემეთ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ, დაისვენოთ, გაიკეთოთ მასაჟი, გამაჯანსაღებელი პროცედურები. გაიუმჯობესეთ რაციონი.

მშვილდოსანი
მეტ ყურადღებას საჭიროებს თქვენი საქმიანობა. თავი შეიკავეთ კარდინალური ცვლილებებისგან. ნუ გაართულებთ ურთიერთობას ახლობლებთან.

თხის რქა
სიყვარულმა შეიძლება თავი “დაგაკარგვინოთ”. არ წამოიწყოთ ახალი, გრანდიოზული საქმეები. ნუ ენდობით დაპირებებს, გადაუმოწმებელ ინფორმაციებს.

მერწყული
კარგი დღეა მოგზაურობისა და სეირნობისთვის. ახალი ინტერესები გაგიჩნდებათ. თავგადასავლები და გარემოს შეცვლა მოგინდებათ.

თევზები
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. შინ უმასპინძლეთ მეგობრებს, ნათესავებს. აღიარეთ შეცდომები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0