DMO-ს მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა

12/02/2019

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და USAID Zrda პროექტის წარმომადგენლებმა, სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან, რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, შალვა ბერძენიშვილთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერებთან ერთად, სამცხე-ჯავახეთში დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) დაფუძნების შესახებ შეხვედრა გამართეს.
DMO-ს მიზანია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ტურიზმის განვითარების მოდელის შექმნის ხელშეწყობა და მისი პოპულარიზაცია.
DMO-ს დაარსებით, Zrda და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ერთობლივად განსაზღვრავენ რეგიონში ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს და დაადგენენ პრიორიტეტებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის პოპულარიზაციას და მის უკეთ წარმოჩენას, ასევე სამცხე-ჯავახეთში ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობას.
რეგიონში ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად, Zrda ხელს უწყობს ახალი ტურისტული პროდუქტის შემუშავებას, ახალი ტურისტული ობიექტების და ღირშესანიშნაობების პოპულარიზაციასა და ტურიზმის სექტორში ჩართული მხარეების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გაუმჯობესებას კომპლექსური მიდგომის გამოყენებით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0