EuroDIG 2018-ის წინამოსამზადებელი შეხვედრა მიმდინარეობს

01/02/2018

ტექნოპარკში „ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე“ – EuroDIG 2018-ის წინამოსამზადებელი შეხვედრა მიმდინარეობს – ფორუმი თბილისში 4-6 ივნისს გაიმართება. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, EuroDIG-ის, საერთაშორისო ინტერნეტსაზოგადოების (ISOC) და დომენური სახელების საერთაშორისო ორგანიზაციის (ICANN) წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანი EuroDIG 2018-ის დღის წესრიგი და მისი მთავარი საკითხების განსაზღვრაა.
საქართველოში ბოლო პერიოდში ინტერნეტმმართველობის რამდენიმე წარმატებული ფორუმის (GeoIGF) ჩატარების შემდეგ, რომლებმაც დადებითი საერთაშორისო გამოხმაურება მიიღო, ევროპული დიალოგის ინტერნეტმმართველობის საკითხებზე საორგანიზაციო კომიტეტმა რიგით მე-11 EuroDIG 2018-ის საქართველოში ჩატარების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. ფორუმის ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერი და ორგანიზატორი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო იქნება, წინასწარი ინფორმაციით, მასში მონაწილეობას მიიღებს 300-დან 600-მდე სტუმარი, მათ შორის ევროკომისარი ციფრული პოლიტიკის მიმართულებით მარია გაბრიელა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0