სოფელ უდეში სახალხო დღესასწაული “ანთიმოზობა“ აღნიშნეს. უდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საზეიმო წირვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ აღავლინა. საღვთო ლიტურგიას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, რუმინეთის ელჩი რადუ-ლივიუ ჰორუმბა, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი ზაქარია ენდელაძე, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული საერო და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
საზეიმო წირვის შემდეგ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით ღონისძიებები გაიმართა, სადაც ადგილობრივმა ანსამბლებმა მიიღეს მონაწილეობა.
დღესვე, ადიგენის ორ მკვიდრს, ამირან მექვაბიშვილსა და ანტონ ობოლაშილს ადიგენის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭა და მათ მედლები და სიგელები გადაეცათ.
დღესასწაულზე მობრძანებულ სტუმრებს, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი ხალხური რეწვის ნამუშევრების დათვალიერებისა და მესხური კერძების დაგემოვნების საშუალება ჰქონდათ.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, წმ. ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე აღინიშნა
26/06/2019