აქტიურად მიმდინარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელებში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრების სხდომების ჩატარება. ამჯერად სხდომა სოფელ გომაროში, დიდ ზანავში, პატრა ზანავსა და წრეში გაიმართა. დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით მოხდა.მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტული წინადადებიდან, კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით შერჩეულ იქნა პრიორიტეტული წინადადებები, რომელიც გულისხმობს:
• სოფელ გომაროში სასმელი წყლის სისტემის მოწყობას
• სოფელ დიდ ზანავში ორი სასაფლაოს შემოღობვას
• სოფელ პატარა ზანავში შიდა გზების მოხრეშვასა და სანიაღვრე არხების მოწყობას
• სოფელ წრეს სარწყავი წყლის სისტემის მოწყობას
სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია:
• სასმელი წყლის სისტემები;
• სარწყავი სისტემები;
• სანიაღვრე არხები;
• ნაპირსამაგრი სამუშაოები;
• გზები;
• oხიდები,
• ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
• გარე განათება;
• სკოლების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა;
• სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
• ამბულატორიული შენობები;
• კულტურის ოებიექტები;
• სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
• სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;
• წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
• სასაფლაოს შემოღობვა;
• თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები;
• მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. საერთო კრებები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით იმართება.