ადიგენში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

დაბა ადიგენის ცენტრში სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა. საღამო ადიგენის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებით მოეწყო, სადაც ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების მიერ შესრულებული ნომრები იყო წარმოდგენილი. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ სიტყვით გამოსვლისას ადიგენის და სრულიად საქართველოს მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა. სადღესასწაულო საღამო კი ღონისძიების მონაწილეთა გამოსვლების შემდეგ, გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.

Visited 236 times, 1 visit(s) today