აკაკი მაჭუტაძემ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე სამხარეო ადმინისტრაციაში მუნიციპალიტეტების გამგებლებს, ქალაქ ახალციხის მერს, საკრებულოების თავმჯდომარეებს და ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტებში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების შესახებ იმსჯელეს. მხარის გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისგან 2016 წელს გაწეული საქმიანობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. მან გამგებლებს და ქალაქის მერს პროექტების მიმდინარეობისა და ჩაბარების დროს მაქსიმალური კონტროლის და ზედამხედველობის, ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში კი მათზე დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. აღინიშნა, რომ პროექტები გეგმის მიხედვით ხორციელდება, მათი უმეტესობა ამ დროისთვის უკვე დასრულებული ან დასრულების პროცესშია, თუმცა იქნება რამდენიმე გარდამავალი პროექტიც. მიმდინარე წელს მხარის მასშტაბით რეგიონული პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 46 372 770 ლარის ღირებულების 755 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. დღევანდელ შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში 2017 წელს დაგეგმილი პროექტებიც განიხილეს. მათ მომზადებაში აქტიურად არიან ჩართულნი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფები. სამოქმედო გეგმაში შესატან პროექტებს განიხილავენ საკრებულოები, რის შემდეგაც საკონსულტაციო საბჭო შეიკრიბება და მოხდება გეგმის საბოლოო ვარიანტის დამტკიცება.

Visited 172 times, 1 visit(s) today