ალექსანდრე მოწერელიამ, სოფელ დიდიჭყონში ჩაის საწარმო „მარტვილი“ დაათვალიერa

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდიჭყონში ჩაის საწარმო „მარტვილი“ დაათვალიერა. სახელმწიფო რწმუნებული :Tea Masters Cap”-ის წარმომადგენლებთან ერთად საწარმოო პროცესს გაეცნო. ჩაი “მარტვილი“ პლანტაციას 102 ჰექტარზე ფლობს, მიმდინარე წელს კი 500 ტონამდე ნედლეულს ელოდება. საწარმოში 40 ადამიანია დასაქმებული, პლანტაციებში კი სეზონურად 100-მდე ადგილობრივი მუშაობს.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ბიო ჩაი არის მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი, ამავე დროს ძალიან მომგებიანი პროდუქტი ბიზნესისთვის და მნიშვნელოვანი დასაქმების საშუალება ჩვენი მოქალაქეებისთვის.

Visited 123 times, 1 visit(s) today