ალექსი პეტრიაშვილს დღეს დაკითხავენ

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთ ლიდერს ალექსი პეტრიაშვილს დღეს დაკითხავენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს ალექსი პეტრიაშვილის ადვოკატმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შესვლამდე განუცხადა.
ადვოკატ ლევან სამუშიას ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილის დასაკითხად რესპუბლიკურ საავადმყოფოში გამომძიებლები სავარაუდოდ 4 საათის შემდეგ მივლენ.
ლევან სამუშიამ დამატებითი კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.

Visited 199 times, 1 visit(s) today