ამბროლაურში მდინარე კრიხულაზე დამცავი ჯებირის მოწყობის მესამე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქ.ამბროლაურში მდინარე კრიხულაზე დამცავი ჯებირის მოწყობის მესამე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 1 292 423 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან ასლან საგანელიძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში მდინარე კრიხულას სანაპირო ზოლის დაცვის მიზნით მოეწყო ბეტონის კედელი, აგრეთვე, სამუშაოების შემდგომ გამოთავისუფლდა სარეკრეაციო სივრცე, სადაც იგეგმება გასართობი სივრცეებისა და კაფე-რესტორნების მოწყობა. სამუშაოებს, რომელთა დასრულებაც მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება, შპს “იმერმშენი” ასრულებს.

Visited 191 times, 1 visit(s) today